ხანძარი თბილისში - აბუსერიძის ქუჩაზე ცეცხლი ბამბის საამქროს ღამით გაუჩნდა. გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო და სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. დამწვარია შენობის 800 კვ მეტრი ფართობი. საამქროს მფლობელის თქმით, ზარალი დიდია. ის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ცეცხლი ბამბის საამქროში, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.