ძლიერი ხანძარი კახეთში. 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა. ცეცხლი თელავში ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მოედო. ადგილზე მობილიზებული სახანძრო ბრიგადები მის ლოკალიზებას ორი საატის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა შენობა მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობელიდან გაჩნდა. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.