ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის ცუნამის შეტყობინების სამსახური წყნარ ოკეანეში ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის რადიუსში ცუნამის საშიშროების შესახებ იუწყება. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრის მაგნიტუდან 7,7 შეადგინა, ქალაქ პუერტო-მონტის სამხრეთ დასავლეთით 225 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 15 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.