ძლიერი მიწისძვრა იტალიაში. 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევა რომსა და ფლორენციაში დაფიქსირდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11-ის ნახევარზე მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ცენტრალურ იტალიაში 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. რყევები დაახლოებით ერთი თვის წინ ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურებული ქალაქის, ამატრიჩესგან 4 მილის მოშორებით დაფიქსირდა. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ერთი თვის წინ იტალიაში მომხდარ მიწისძვრას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.