„ძმები კარამაზოვები“ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი რუსი მწერლის, ნოველისტის და ესეისტის ფიოდორ დოსტოევსკის რომანია , რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს. მწერალი რომანის შემქნაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და 1880 წელს , მის გარდაცვალებამდე 4 თვის ადრე გამოსცა.„ძმები კარამაზოვები“ აღწერს სამი მთავარი გმირის ისტორიას: ახალბედა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრი კარამაზოვის , რომლებიც რომანის დასაწყისში ერთმანეთს ვერ ეწყობიან მაგრამ, დროთა განმავლობაში სწავლობენ ერთმანეთის გატანას, დახმარებას და გახდებიან მეგობრები, რომელთა დაშორებას მხოლოდ სიკვდილს თუ შეუძლებს.უფროსი კარამაზოვი-დიმიტრია, რომელსაც გულწრფელობასთან ერთად ახასიათებს ფეთქებადი ხასიათი. შუათანა ივანია, რომელიც ინტელიგენტი ,თავდაჯერებული, სარკაზმით სავსე ათეისტია, ხოლო ალიოშა, ყველაზე უმცროსი ძმებს შორის, თანამგრძნობი, გამჭრიახი მშვიდობის მოსურნე ახალგაზრდაა , რომლის რწმენაც ეწინააღმდეგება შუათანა ძმის ათეისტურ შეედულებებს, მთხრობელი პირველივე თავში მას ახასიათებს როგორც გმირს. ფიოდორ დოსტოევსკი 1821 წელს მოსკოვში დაიბადა. ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ეზიარა ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით 1837 წელს დედის მოულოდნელად გარდაიცვალების გამო მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი ინჟინრად დაიწყო მუშაობა. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი — „საწყალი ადამიანები“ დაწერა, რამაც მას სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო. მომდევნო წლებში დოსტოევსკი მუშაობდა ჟურნალისტად, გამოსცემდა საკუთარ ჟურნალს. მწერალი ხშირად მოგზაურობდა დასავლეთ ევროპაში, სადაც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა, რამაც მას ფინანსური პრობლემები შეუქმნა. მაგრამ საბოლოოოდ, თავისი ნაშრომების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და ცნობილი რუსი მწერალი გახდა. მისი წიგნები ითარგმნა 170-ზე მეტ ენაზე და გაიყიდა 15 მილიონამდე ეგზემპლიარი. დოსტოევსკის მხატვრული ნაწარმოებები მოიცავს 15 რომანსა და ნოველას, 17 მოთხრობას და 5 თარგმანს. დოსტოევსკის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა განსხვავებული ჟანრის მრავალ მწერალზე, მათ შორის ისეთ ცნობილ მწერლებზე როგორებიც არიან ანტონ ჩეხოვი , ჯეიმზ ჯოისი ერნესტ ჰემინგუეი ,ჟან პოლ სარტრი და სხვა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ის ხელმწისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge