ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს. არსებული ინფორმაცით, 22 წლის ახალგაზრდა მისივე ოჯახის წევრმა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობებენ, ოჯახი წყნარი იყო და ურთიერთ შეკამათება ოჯახის წევრებს შორის არ შეუმჩნევიათ, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.