ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასთან ხანძარი გაჩნდა. როგორც პალიტრანიუსს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაიწვა ხის ფარდული. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა და მის შედეგად არავინ დაზიანებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.