საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. დღეს სასამართლოს დაცვის და ბრალდების მხარეები მიმართავენ. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და გამოძიება არასწორი გზით მიდის. ადვოკატები დამატებით ექსპერტიზის პასუხებსაც ელოდებიან, რომლითაც უნდა გაირკვეს, თუ რამდენი დანა ფიგურირებდა მკვლელობაში.