ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა - ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს. ბრალდებულები იმ დოკუმენტის გასაჯაროვებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც, შვიდი სპეცრაზმელი, რომელიც ამავე საქმეზე იყო ბრალდებული და ჩვენება მათ საწინააღმდეგოდ მისცა, ერთ საკანში იჯდა. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ამით დასტურდება, რომ მათ ჩვენებები შეათანხმეს. უფლებადამცველის თქმით, კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა, რომ ერთ საქმეზე ბრალდებულები ერთ საკანში არიან მოთავსებულები. ადვოკატი ამბობს რომ ბრალდებულები იქამდე გააგრძელებენ შიმშილობას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.