ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავარიაში მოყვა, - აღნიშნულის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. როგორც "ინტერფაქსს" წყარომ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა სოხუმში მოხდა, ბიბილოვი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მეგობრული ვიზიტი წარმატებით დასრულდა და ბიბილოვი საავადმყოფოში არ არის გადაყვანილი.ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ავარიის დროს დაშავდა ბიბილოვის დაცვის ორი წევრი.