საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. "სიმ ბოქსის" უკანონოდ განთავსება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. გამოძიებიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რითაც მნიშვნელოვნად ზარალდებოდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიები.