მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ აუქციონის eBay-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი დევინ ვენიგი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.მისი გათავისუფლების მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ. პოსტს დროებით შემცვლელად კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი და ამ კომპანიაში ყველაზე დიდი სტაჟის მქონე ვიცე-პრეზიდენტი სკოტ შენკელი დაიკავებს. ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალ დირექტორს კომპანია შიგნით შეარჩევს.
ცნობისთვის, ვენიგი eBay-ის სათავეში 2015 წლიდან უდგას.