ებოლას ვირუსმა, რომელმაც დასავლეთ აფრიკაში 11 თასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ადამიანის ქსოვილზე ადგილად გადამდები ფორმით მუტაცია განიცადა. ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ "Cell"-ში გამოქვეყნებული ორი კვლევის მიხედვით, ებოლას მუტაცია ვირუსის ადამიანის უჯრედებზე გადადების შესაძლებლობას ოთხჯერ ზრდის.
მეცნიერები მიანიშნებენ, რომ ეს მუტაცია ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ებოლას ეპიდემიაში შესაძლოა "მამოძრავებელ ძალად" იყოს ქცეული.