პოპულარული ინგლისელი მომღერალი, ედ შირანი ახალ კომპოზიციას Beautiful People და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი მუსიკოსი Khalid მონაწილეობს. სიმღერა შირანის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში No.6 Collaborations Project იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება.