ედინსონ კავანის პსჟ-დან წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა. ფრანგული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ ურუგვაელს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვება სურს. შეგახსენებთ, „ატლეტიკო“ კავანის სანაცვლოდ პსჟ-ს 10 მილიონ ევროს სთავაზობს. „მატადორი“ პარიზელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 291 თამაშში 198 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, მიმდინარე სეზონში მაურო იკარდისთან კონკურენციაში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და 13 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.