ეგვიპტის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც თევზების გამოკვებას, დანაგვიანებასა და მარჯნის რიფების ჩამოტეხვას კრძალავს.მათი განცხადებით, რეგიონში 500-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც მსურველებს წითელ ზღვაში ჩაყვინთვასა და ნავით გასეირნებას სთავაზობენ, რაც გაუფრთხილებლობის გამო ხშირად აზიანებს წითელი ზღვის ფლორასა და ფაუნას. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, როდესაც ტურისტებმა მარჯნის რიფები ჩამოტეხეს, რათა თან სუვენირად წაეღოთ. ასევე გახშირდა თევზების გამოკვების ფაქტები, რაც ხშირად მათი სიკვდილით სრულდება.ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეგვიპტის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც თევზების გამოკვებას, გარემოს პლასტიკური ნარჩენებით დანაგვიანებასა და მარჯნის რიფების ჩამოტეხვას კრძალავს.ცნობისთვის, ახალი რეგულაციები ძალაში 2020 წლიდან შევა.