ეგვიპტის ორ ქალაქში, ალექსანდრიასა და ტანტეში კოპტურ ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ახალი ამბების პორტალი "ანბა მასრი" დაჯგუფებაზე დაყრდნობით იუწყება. ბოლო ინფორმაციით, ალექსანდრიაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ კოპტური ეკლესიის შესასვლელთან მოწყობილ ტერაქტს 17 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. ეგვიპტის კიდევ ერთ ქალაქ ტანტეში, ასევე, კოპტურ ეკლესიაში მომხდარ ტერაქტს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 78 დაშავდა.
იხილეთ: