პარიზში ეიფელის კოშკის პერსონალი გაიფიცა. თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების გაორმაგებას და ხელმძრვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ვიდრე ადმინისტრაცია ყურადღებას არ მიაქცევს და საქმის განხილვას არ შეუდგება, აქცია არ შეწყდება. ეიფელის კოშკის სხვადსხვა განყოფილებაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.