ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით წინასწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი იყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას უფლება არ აქვს, კონსტიტუციური ცვლილების მიღების პროცესი შეწყვიტოს.ეკე ბესელია საკონსტიტუციო ცვლიელბეთან დაკავშირებით არასამთავრობოების ბოიკოტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი შენიშვნების დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტში ასახულია.