პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე დაწყებული შერჩევის პროცესის შეჩერებასა და მოსამართლეთა არჩევის ახალი სტანდარტის შემოღებას ითხოვს.
დამოუკიდებელი დეპუტატი ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც თავსებადი იქნება იმ რეკომენდაციებთან, რომელიც ქვეყანამ მოსამართლეების შერჩევაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო. ეკა ბესელია ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც საკუთარ თავს მომავალ პარლამენტში მოიაზრებს, სთავაზობს შეთანხმება-მემორანდუმის გაფორმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მოსამართლეთა უვადოდ არჩევასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს გააუქმებენ.