02:28
18 იანვარი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
12-12-2019

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით ჩატარდა და პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სთხოვა. არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, ხელით ენიშნებინათ, მხარს უჭერდნენ თუ არა ეკა ბესელიას მოთხოვნას.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საკითხი დღის წესრგიში დარჩა, რის შემდეგაც ბესელიამ სხდომათა დარბაზი დატოვა. პლენარულ სხდომას აღარ ესწრება არც ბექა ნაცვლიშვილი. დარბაზიდან გასვლის წინ მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა გაეხსენებინათ, რომ "მოსამართლეობის კანდიდატებმა იურიდიულ კომიტეტზე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის და მათზე პოლიტიკური ზეწოლის შეფასება არ მოისურვეს".

AutoPlay
აქცია სტუ-სთან შოთაძის წინააღმდეგ - დეკანი განმარტავს რატომ წარადგინეს ირაკლი შოთაძე გენპროკურორობის კანდიდატად
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
აიათოლა ალი ხამენეი - ტრამპი "კლოუნია", რომელიც ირანელ ხალხს ზურგში შხამიან ხანჯალს ჩასცემს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მოითხოვა თუ არა საქართველომ ლავასოღლის ექსტრადირება - ხელისუფლება განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"რუსთავი 2"-ის წილებს ყადაღა მოეხსნა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ლავროვის თქმით, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის აგრესიული ქმედებები მსოფლიოს დესტაბილიზაციაში უდიდეს როლს თამაშობს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები