"ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია მარნეულში დოკუმენტაციის გაყალბებაზე საუბრობს. ეკა ბესელიას თქმით, საქმე ეხება მარნეულის სოფელ შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს. დეპუტატმა შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი და მან აღნიშნა, რომ საჭიროა ოპონენტებმა ფაქტის დამადასტურებელი მასალა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმე გვქონდეს პროვოკაციასთან. "როდესაც ახმედ იმამკულიევი ჩნდება სადმე, იქ ხდება პროვოკაცია. არ გამორიცხავ ეს შეგნებულად ხდებოდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.