ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ივანიშვილი ინტერვიუში განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ. ივანიშვილი სტუდენტობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მაშინ შენიშნა ამ სფეროში არსებული ხარვეზები. ეკატერინე ხვედელიძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პროექტი. მისი თქმით, ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი და საჩუქრად სახელმწიფოს გადაეცემა. მანვე აღნიშნა, რომ უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია.