საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ხოლო ორმაგი ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს 9 ათას მოქალაქეზე მეტს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ეროვნული კალენდრით, რომელიც შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და კოვაქს პლატოფორმასთან, მასობრივი ვაქცინაციის პერიოდი უნდა დამდგარიყო ზაფხულში.