ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებისგან მოითხოვს მაქსიმალურად მკაცრად იყოს დაცული ყველა რეკომენდაცია. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მოქალაქეებმა უნდა განაგრძონ ნიღბების ინტენსიურად მოხმარება, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა არის იმის გარანტი, რომ ქვეყანაში ინფექცია ძალიან არ გავრცელდეს.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ არსებობდა რისკი და მოლოდინები ვირუსის გავრცელების თუმცა მოქალაქეები მკაცრად იცავენ ნორმებსა და მოწოდებებს.