ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა. დაკავებული ექიმის სოლიდარობის აქციას დედაქალაქის გარდა, თელავი, ქუთაისი და ბათუმიც შეუერთდნენ. სხვადასხვა საავადმყოფოს მედიკოსები გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი შეფასებით, პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო ექიმის დაკავება უსამართლობაა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. თბილისში თეთრი ხალათების აქცია ოთხ ლოკაციაზე გაიმართა.