ექიმები არ ურჩევენ მშობლებს პატარა ბავშვებისთვის ძვირად ღირებული ორთოპედიული ბალიშების შეძენას. როგორც წესი, მშობლებს შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესოს ყიდვა სურთ და ბრტყელი კეფისგან დასაცავად ხშირად ორთოპედიულ ბალიშს ხმარობენ. მწარმოებლები მშობლებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ასეთი ბალიში დაიცავს მათ შვილებს ბრტყელი კეფისგან. ექიმებს კი სხვა მოსაზრება აქვთ, მათი აზრით, ორთოპედიული ბალიში ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში ბავშვს საერთოდ არ სჭირდება ბალიში. ჩვილების დაახლოებით 20%-ს ბრტელი კეფა იმიტომ უჩნდებათ, რომ თავის ქალა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის ან რაქიტი ვითარდება. სწორედ ეს აშინებთ მშობლებს და ყიდულობენ ორთოპედიულ ბალიშებს. მშობლებმა არ იციან, რომ "ბრყელი კეფა" დროთა განმავლობაში შეიძლება გამოუსწორდეს პატარას, ხოლო რაქიტის შემთხვევაში კი ბალიში მაინც ვერაფერს გიშველით - მას მკურნალობა ესაჭიროება. George Institute for Global Health-ის ექსპერტებმა სიდნეიში კვლევა ჩაატარეს. რათა დაერწმუნებინათ მშობლები, რომ ექიმების რჩევებს ყური უნდა დაუგდონ.
მშობელები ფულს ხარჯავენ ორთოპედიულ ბალიშებში და არ არიან დარწმუნებულები, რომ ის მათ შვილს ბრტყელი კეფის პრობლემას მოუხსნის. სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როცა ორთოპედიული ბალიში ჩვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ხშირ შემთხვევაში ბრტყელი კეფა დროთა განმავლობაში იცვლის ფორმას. ზოგჯერ მისი გაჩენა გენეტიკის შედეგია. ამ შემთხვევაში კი ორთოპედიული ბალიში ყოვლად გამოუსადეგარია" - ამტკიცებს ლონდონის სამეფო კოლეჯის პედიატრი.