ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მორიგი ტალღის შემოტევისას ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ დომინაციას ელიან. ახალი მუტანტი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. ქვეყნების ნაწილმა ახალი შტამის გავრცელებასთან ერთად უკვე აამოქმედა მთელი რიგი ზომები, რაც საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას და მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გულისხმობს.
ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალ შტამზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჯერჯერობით საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა გართულებები შეიძლება მან გამოიწვიოს კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური კუთხით. მიუხედავად ამისა, ექიმები უკვე საუბრობენ გარკვეული სიმპტომების შესახებ, რომელიც ომიკრონ შტამს სხვა შტამებისაგან განასხვავებს და რომელთა დაფიქსირების შემთხვევაშიც, პირველ რიგში, ეჭვი სწორედ ამ შტამზე უნდა მივიტანოთ.