მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შემოგვთავაზეს. მათ, სხეულის ტემპერატურის 13-15 გრადუსამდე დაქვეითებით, პაციენტების მოთავსება სურთ ერთგვარ ჰიბერნაციაში (ძილი). მიჩნეულია, რომ ამ მდგომარეობაში სხეულში ყველა პროცესი ჩერდება, ხოლო ვიდრე ორგანიზმი ძილის მდგომარეობაში იქნება, ექიმებს მშვიდად შეეძლებათ კიბოსთან გამკლავება. ამგვარი თერაპია უფრო ეფექტური და ნაკლებად ტრავმული იქნება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მასობრივი მეტასტაზებისას. იდეის ავტორი ექიმი მარკო დურანტეა. რამოდენიმე შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ადამიანებმა გაუძლეს ტემპერატურის ანომალურ დაქვეითებას. ეს კი მეცნიერებს, მედიკამენტების დახმარებით, ძილის ინიცირების შესაძლებლობის იდეისკენ უბიძგებს.