ენდომეტროზი თავისებური და საინტერესო დაავადებაა. ესაა მდგომარეობა საშვილოსნოს შიგნითა გარსის, ენდომეტრიუმის უჯრედები რატომღაც მათთვის უჩვეულო ადგილას ხვდებიან და აქტიურდებიან. ენდომეტრიოზი მხოლოდ ტკივილითა და დისკომფორტით არ შემოიფარგლება – ის ხშირად არის უნაყოფობას მიზეზიც.
ენდომეტრიოზი ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში. ამჟამად ენდომეტრიოზი მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონ ქალს აქვს დიაგნოსტირებული.
ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე თეორია, მაგრამ დაავადების პათოგენეზს სრულყოფილად ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის.
დაავადების შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი არსენ გვენატაძე საუბრობს.