მსოფლიო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ერექციული დისფუნქცია მოსახლეობის 25%-ს აწუხებს. საქართველოც ამ სტატისტიკურ ნორმაში ჯდება, ანუ ყოველ მეოთხე ადამიანს გარკვეული ტიპის სექსუალური პრობლემა აქვს.
სექსოლოგია მულტიდისცპლინური სპეციალობაა. მასში გაერთიანებულია რამდენიმე მოსაზღვრე სფერო: ფსიქოლოგია, უროლოგია, ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია.
სიგარეტის და ალკოჰოლოს გადაჭარბებული მოხმარება, სტრესი, ნარკოტიკი - ყველაფერი ეს აზიანებს იმ სისტემებს, რომელიც მამაკაცის სექსუალურ პოტენციას უზრუნველყოფს.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპბზე ქალების დიდ ნაწილშიც აღინიშნება სექსუალური ფუნქციების პრობლემები. სექსუალური დისფუნქცია სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს. მდგოამრეობა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი.