ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, "ლანცეტის" დამფუძნებელი ფერმან ჯეირანლი „საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული ოპოზიციის მხარდამჭერობის გამო“ დააკავეს.როგორც ნიკოლეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაცვის მხარეს ეს ეჭვი მას შემდეგ გაუმყარდა, რაც ადვოკატებმა ის ექიმი მოინახულეს, რომლის მიერ ჩატარებული ოპერაციების გამოც ფერმან ჯეირანლი დააკავეს.ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეგობრობდა როგორც აფგან მუხთარლისთან, ისე საქართველოში მცხოვრებ სხვა აზერბაიჯანელებთან, თუმცა „პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილა“. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, საქმეზე 12 ივლისს, 15:00 საათზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება.