ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კვაჭაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა დღეს ან ხვალ დატოვოს კლინიკა.
რაც შეეხება ლევან თოფაძეს, ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.