ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილმა საქართველოს პრემიერ - მინისტრთან შეხვედრა შეაფასეს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იყო. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა მსგავსი ფორმატის შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგემნლებთან დიდი ხანია არ გამართულა და ის მზად არის მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს პირისპირ შეხვედრები და მოისმინოს ესქპერტების მოსაზრებები. პრემიერს, დიალოგის ფორმა მოუწონეს თავად ექსპერტთა ნაწილმაც და 2020 წლის ბიუჯეტის პროეტის შეფასებისას აღნიშნეს, რომ ის პრინციპულად განსხვავდება გასული წლების ბიუჯეტებისგან. პრემიერთან შეხვედრა შეაფასეს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაშიც და ყურადღება დაგეგმილ 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილეს.