პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომისტებთან ერთად განიხილა,თუ როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევები. მსოფლიოს ახალი ეკონომიკური გარემოს შესაბამისი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ჯგუფის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.