ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყონ დასაქმებისა და ინვესტიციების პოტენციალის გაზრდას და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაყიდვების და შემოსავლების მატებას.