ბათუმის ნავსადგურში მულტიმოდალური "კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობისთვის 20 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი-ზღვის ნავსადგურებში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკურ დერეფანს შექმნის.
ექსპერტების შეფასებით გარდა იმისა, რომ კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად ქცევის პერსპექტივებსაც აფართოვებს, მით უფრო, რომ მთავარი პარტნიორი ამერიკული უდიდესი ტრეიდერული კომპანია "ტრამმოა", რომელიც ფორბსის მიერ 500 ყველაზე დიდ ამერიკულ კომპანიებს შორის 34-ე ადგილასაა დასახელებული.
რაც შეეხება, ნეგატიურ პროპაგანდას, რომ ტერმინალის მშენებლობით ადამიანების ჯანმრთელობა დაზიანდება და ბათუმს ტურისტული მიმზიდველობა დაეკარგება, ამ მოსაზრებებს ექსპერტები რეალურ საფუძველს მოკლებულს უწოდებენ და ქვეყნის მტრული ძალების მართულ კამპანიად მიიჩნევენ.