"ექსპო ჯორჯიასთან", სადაც პარტია "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდა, სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს", "სისტემა კლავს"! - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათივე თქმით სამართალდამცავებმა ბანერების გაშლის უფლება არ მისცეს.