კატალონიური მოძრაობა "დემოკრატიული ცუნამი" კატალონიაში მიმართვას ავრცელებს, რომლის მიხედვით მოუწოდებს ხალხს, "ელ კლასიკოს" წინ "კამპ ნოუსთან" მიტინგს შემოუერთდეს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ლა ლიგის მატჩი 18 დეკემბრისთვის გადაიტანეს. წინა თარიღი კი 26 ოქტომბერი იყო და სწორედ მასობრივი მიტინგების გამო უსაფრთხოების თვალსაზრისით გადაიდო.