ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიაში რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო შესაძლოა, 26 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკო გადაიდოს. სხვადასხვა წყაროს ცნობით არაა გამორიცხული, ლა ლიგას მე-10 ტურის მატჩი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 18 დეკემბერს გაიმართოს.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ პირველი წრის მასპინძელი შეცვლილიყო და მატჩი მადრიდში გამართულიყო, თუმცა ამას გუნდები არ დათანხმდნენ. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არ სურს ასეთ დაძაბულ მომენტში კლასიკოს ბარსელონაში ჩატარება.
გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის დეკემბერში გამართვას ორივე კლუბი მხარს უჭერს, თუმცა "ბარსას" ოქტომბერში თამაში ურჩევნია.