გრეის ანატომიის მსახიობმა ელენ პომპეომ ამ ეტაპზე არ იცის, თუ როგორ დასრულდება თავისი პერსონაჟის, მერიდით გრეის, ისტორია, თუმცა სურს, რომ ეს მაყურებელმა ძალიან მალე გაიგოს.
"ვცდილობ, ყველა დავარწმუნო, რომ უკვე შოუს დასრულების დროა", — ამბობს მსახიობი და თან აღნიშნავს, რომ ეს საკმაოდ რთულია იმის გათვალისწინებითაც კი, რომ სერიალი ორი ათწლეულის განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო.
"თავს გულუბრყვილოდ ვგრძნობ, როცა ვამბობ, რომ შოუ აღარ უნდა გაგრძელდეს, რადგან ამაზე ძირითადი პასუხი ასეთია: "ვის აინტერესებს, ელენ? ასე ხომ უამრავ ფულს გამოვიმუშავებთ". ამ ხალხის გადარწმუნება კი რთულია", — ამბობს მსახიობი.