„ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მათ მიიღეს დაპირება, რომ ცესკო დაარეგისტრირებს თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც რეგისტრაციის ვადებში გადასატანი ყუთით მომსახურებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში, შეხვედრის დაწყებამდე, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაცვის წევრები „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.