ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას საქართველოში შეერტებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიბატ რუდი ეხმაურება. მისი განცხადებით აღნიშნული ნაბიჯი რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული ხაზის მიღმა ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 9 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს და აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.
ამასთან, საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ წნელისს, ჩორჩანასა და წაღვლს შორის საგუშაგოს მოწყობა დაასრულეს, საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით მათ დროშა აღმართეს.