საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუთმა განაცხადა რომ "აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში, სწორედ, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის". მისივე თქმით, სრულად უჭერენ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში.