ამერიკელი კინოვარსკვლავის ელიზაბეთ ტეილორის მწვანე ფერის Rolls-Royce აუქციონზე გაიყიდება. აუქციონი 2019 წლის 6 აგვისტოს გაიმართება. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში Silver Cloud II-ის 20 მოდელია, რომელსაც საჭე მარცხნივ აქვს. მსახიობმა მანქანის ფერი საქორწინო კაბას შეუხამა. ავტომობილი 600 ათას $ არის შეფასებული.
ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია, გარბენი 60 000 კილომეტრს შეადგენს. კინომსახიობი ავტომობილით 20 წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა.