ელტონ ჯონმა მსახიობ ტერონ ეჯერტონთან ერთად ახალი სიმღერის კლიპი გამოუშვა. სინგლი სახელად Love Me Again ბრიტანელმა მომღერალმა ძველ თანაავტორთან, ბერნი ტუპინთან ერთად დაწერა. ეს სიმღერა ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმის, Rocketman-ის საუნდტრეკი იქნება, რომელშიც ლეგენდარულ მუსიკოსს სწორედ ეჯერტონი განასახიერებს.