ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს საფრანგეთში საპატიო ლეგიონერის ორდენი გადასცეს. ამის შესახებ ბიბის წერს საპატიო ჯილდო მას პირადად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადასცა. ამის მიზეზი კი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილია. 72 წლის მუსიკოსის ფონდმა ამ მიმართულებით £310 მილიონზე მეტი გაიღო.
ელტონი ერთ-ერთი პირველი გეი მუსიკოსია, რომელიც ლგბტქ თემის უფლებებს საჯაროდ იცავს.