საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის აღმოფხვრავს უცხო ქვეყნების მიერ მიღებულ პრაქტიკას, გაგზავნონ საფრანგეთში იმამები და მასწავლებლები, რომლებიც ქვეყნაში "სეპარატიზმს უწყობენ ხელს". მისივე თქმით, ის აღკვეთს იმამების და მასწავლებლების შემოდინებას ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ალჟირი, მაროკო და თურქეთი. მისივე განცხადებით, ყოველწლიურად ეს ქვეყნები საფრანგეთში დაახლოებით 300 მქადაგებელსა და იმამს აგზავნიან, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ მეჩეთებში მსახურობენ.
მაკრონის ინფორმაციით, მთავრობამ უკვე მიმართა ისლამის წარმომადგენლობას საფრანგეთში, რომ იმამების გადამზადება ქვეყანაში მოხდეს და უზრუნველყოფილ იქნას ის ფაქტი, რომ ისინი ფრანგულად საუბრობდნენ და არ ავრცელებდნენ "ისლამისტურ" შეხედულებებს.
"მე არც ერთ ქვეყანას არ მივცემ უფლებას, რომელიც არ უნდა იყოს ის, რომ გამოკვებოს სეპარატიზმი. შენ ვერ გექნება თურქეთის კანონები საფრანგეთის მიწაზე. ეს შეუძლებელია", - განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საფრანგეთში დაახლოებით 6 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის 8%-ს შეადგენს.