საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან "ძალიან კარგი საუბარი" ჰქონდა და პანდემიასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივასაც ამზადებენ.
"COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ, უახლოეს დღეებში ახალ ინიციატივას ვამზადებთ", - წერს მაკრონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ჩინეთის მონაცემებს გადააჭარბა და 85 3770-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 1 295-ია, რაც შეეხება საფრანგეთს, ქვეყანას კორონავირუსით დაინფიცირებული 29 155 ადამიანი და 1 696 გარდაცვლილი პაციენტი ჰყავს.