თურქეთი პასუხისმგებელი იქნება, თუ "ისლამური სახელმწიფო" სირიაში ხალიფატს ხელახლა დაამყარებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და თურქეთს მოუწოდა, შეაჩეროს სამხედრო თავდასხმა ქურთულ ძალებზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი მილიონობით ადამიანს "ჰუმანიტარული კრიზისის რისკის ქვეშ აყენებს".
შეგახსენებთ, თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონების ქურთი ძალებისგან გაწმენდას ე.წ. "უსაფრთხოების ზონის" შექმნას.